10:38 | 2021-06-11 ავტორი: Prime Time

ბათუმში 16 წლის მოზარდმა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა – ის დააკავეს

ბათუმში 16 წლის მოზარდმა მაღაზიას ცეცხლი წაუკიდა – ის დააკავეს

ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი – 2005 წელს დაბადებული შ.ა. ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ შ.ა.-მ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თანმხლებ პირებთან ერთად, ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე მდებარე მარკეტი „ფარფურის“ მინის კარი დააზიანა და იქ არსებულ ნივთებს ცეცხლი წაუკიდა.

 

დანაშაულში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ტარდება შესაბამისი საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები.

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: Prime Time

X