
ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.
შემთხვევა ქალაქის ცენტრში, რამდენიმე წუთის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი სადაზღვეო კომპანია „ირაო“-ს თანამშრომელია, შემთხვევა სწორედ სადაზღვეო კომპანიის ოფისთან, ზუბალაშვილის ქუჩაზე მოხდა.
დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.























