
კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით ბათუმში ბარები და ღამის კლუბები იხურება. გავრცელებული ინფორმაციით, მიღებული გადაწყვეტილება ბათუმში კორონავირუსის შემთხვევების მატებას და საკონდიტრო მაღაზია „დონას” კლასტერს უკავშირდება.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის დადასტურებული 38 შემთხვევიდან უმეტესობა, 22 შემთხვევა ბათუმში დაფიქსიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან აჭარაში კარვებთან ერთად კორონავირუსზე უფასო ტესტირების ჩატარება ბათუმის 5 პოლიკლინიკაში იქნება შესაძლებელი.
ასევე დაემატა კარავი და დღეიდან ტესტირება ბულვარის ტერიტორიაზე სამ ლოკაციაზე იქნება შესაძლებელი. ახალი კარავი განთავსდა ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე. კარვებში ტესტირება შესაძლებელია 11:00-დან 23:00 საათამდე.























