23:29 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ბათუმში, ჩამონგრეულ შენობასთან მოქალაქეები სანთლებს ანთებენ

ბათუმში, ჩამონგრეულ შენობასთან მოქალაქეები სანთლებს ანთებენ

ბათუმში, იმ კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც დღეს ჩამოინგრა მოქალაქეები სანთლებს ანთებენ. ისინი იმ პირების გადასარჩენად ლოცულობენ, ვინც შენობაში არიან მოყოლილნი.

 

პარალელურად მიმდინარეობს სამაშველო ოპერაცია, ადგილზე 300-მდე მეხანძრე-მაშველი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს.

 

როგორც ცოტა ხნის წინ მედიასთან საუბრის დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა განაცხადა, ჩამონგრეული შენობის ნაწილში ჩანს სავარაუდოდ გარდაცვლილი პირიც, რომლის ამოყვანის სამუშაოები მიმდინარეობს.

 

შეგახსენებთ, ცოტახნის წინ ნანგრევებიდან 36 წლის კაცი ცოცხლად ამოიყვანეს, მის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. ცოტახნის წინა შენობის ნანგრევებიდან ასევე ამოიყვანეს ქალი, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმედ ფასდება.

ავტორი: Prime Time

X