13:00 | 2020-08-20 ავტორი: Prime Time

ბათუმში და ქობულეთში კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ

ბათუმში და ქობულეთში კარავი განთავსდება, სადაც მოქალაქეებს შეეძლებათ უფასო PCR ტესტირება ჩაიტარონ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით დღეს ბათუმსა და ქობულეთში კარვები დაიდგმება, სადაც მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა ჩაიტაროს უფასო პისიარ ტესტირება.

 

„ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან აქამდე ჩვენ დიაგნოსტიკას ძირითადად მიზნობრივ ჯგუფებში ვახორციელებდით და ასევე ცხელების მქონე და სხვა სიმპტომების მქონე პაციენტებში. ვინაიდან უკვე დაფიქსირდა ერთეული შემთხვევა ისეთი პაციენტის, რომლის ინფექციის წყარო ვერ იქნა დაზუსტებული, აქედან გამომდინარე მიზანშეწონილად ჩაითვალა გაფართოებული ტესტირების ჩატარება, რომელიც იქნება უფასო მოსახლეობისათვის. კერძოდ ბათუმში, სანაპიროზე, ბულვარის ტერიტორიაზე კოლონადებთან და აჭარული სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე სანაპიროს მხრიდან გაიშლება ორი კარავი დღეს დღის მეორე ნახევარში.

 

აგრეთვე ქობულეთში აღმაშენებლის ქუჩის მიმდებარედ პარკის ტერიტორიაზე გაიშლება კარავი. სამივე ლოკაციაზე ყოველდღიურად ტესტირების ჩატარება და ნიმუშის აღება შეეძლება ნებისმიერ მსურველს სავარაუდოდ ალბათ ყოველდღიურად 17 საათიდან, როდესაც მოქალაქეების მიმოსვლა უფრო ინტენსიურია დღის მეორე ნახევარში და საღამოს სავარაუდოდ ალბათ 22 საათამდე. თუმცა ეს დროები შეიძლება შეიცვალოს და დამოკიდებული იქნება ხალხის ნაკადზე. სანამ გვექნება ტურისტული სეზონი, ჩვენ ამ დიაგნოსტიკას გავაგრძელებთ. ეს ტარდება იმისთვის, რომ მოსახლეობისთვის დასვენება იყოს უსაფრთხო. ყველა შესაძლო შემთხვევა იყოს იდენტიფიცირებული.

 

ეს ტარდება იმისთვის და გავიგოთ რამდენი ასეთი პირი შესაძლოა გვყავდეს. დამსვენებელთათვის უსაფრთხო დასვენების პერიოდი შევქმნათ.

რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება
2020-08-14რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სკოლაში მოსწავლეს მაღალი ტემპერატურა დაუფიქსირდება

ნებისმიერი პირი ჩააბარებს ნიმუშს, მათი საკონტაქტო ინფორმაცია ჩაიწერება და როდესაც გვეცოდინება პასუხი უახლოესი 24 საათის განმავლობაში მას დაუკავშირდებიან და აღნიშნულ შედეგს აცნობებენ.

 

ეპიდმდგომარეობას რაც შეეხება, დღეის მდგომარეობით ჰოსპიტალში 25 პაციენტი გვყავს, ვთვლით რომ სტაბილური ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაქვს.

 

ქობულეთის ბოლო კლასტერთან დაკავშირებით სიტუაცია კონტროლირებადია, ყველა კონტაქტირებული პირი უკვე იზოლაციაში გვყავს, ყველას პისიარ დიაგნოსტიკა არის ჩატარებული.

 

24 საათის განმავლობაში დადებითი შემთხვევა არ დაგვირეგისტრირებია და ვფიქრობ, რომ სიტუაცია არის მშვიდი და კონტროლს დაქვემდებარებული, თუმცა საყურადღებო. ამიტომ ყველას მოვუწოდებთ პრევენციული ღონისძიებებისაკენ, კერძოდ ნიღბის გამოყენებისაკენ დისტანციის დაცვისკენ. ნებისმიერ მსურველს მოვუწოდებთ, რომ ჩაიტარონ უფასო ტესტირება და ისარგებლონ აღნიშნული შეთავაზებით“,- განაცხადა აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ.

ავტორი: Prime Time

X