
ბათუმსა და ქობულეთში სასწავლო პროცესის დაწყება ორი კვირით გადაიდო. ამის შესახებ განცხადება პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ ორ ლოკაციაზე სწავლა 15 სექტემბრის ნაცვლად 1-ელ ოქტომბერს განახლდება, როგორც სკოლებში, ისე უმაღლეს სასწავლებლებში, მანამდე კი საგანმანათებლო დაწესებულებებს შეუძლიათ სწავლა დისტანციურად აწარმოონ.






















