
ბათუმში მომხდარი ტრაგედიის ადგილას სასულიერო პირებმა დღეს პანაშვიდი გადაიხადეს.
პანაშვიდს დაღუპულთა ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. არსებული ინფორმაციით დანგრეული სახლის ეზოში გარდაცვლილთა ხსოვნის საპატივცემულოდ მემორიალი დაიდგმება.
დღეს ოჯახებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს 8 ოქტომბრის დილა და ისაუბრეს სახლის პირველ სართულზე მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებზე, რაც პირველადი მონაცემებით ნგრევის მიზეზი გახდა.
მასალაზე გამოყენებულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფოტო























