
თორნიკე რიჟვაძე ადასტურებს, რომ აჭარაში კორონავირუსით ექთანი დაინფიცირდა. „სამწუხაროდ, დღეს გვაქვს სტაციონარში დაინფიცირების შემთხვევა, რომელიც უკავშირდება ექთანს – ამის შესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ტელევიზიის ეთერში, ვახო ხუზმიაშვილის გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ დაადასტურა.
„ფრონტის ხაზზე დგანან ჩვენი ექიმები, ექთნები, სასწრაფოს ბრიგადები, სამართალდამცველები. საჭიროა მოვუფრთხილდეთ ამ ადამიანებს და საფრთხე არ შევუქმნათ საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
Gepostet von აჭარის ტელევიზია • Ajara TV – საზოგადოებრივი მაუწყებელი am Montag, 30. März 2020
შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსით შემთხვევები 103-მდე გაიზარდა. დღეს პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი დაინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია.
მიმდინარე მოვლენების ინფორმაცია მოკლედ:
- 30 მარტს, კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 103-მდე გაიზარდა.
- 30 მარტს, გამოჯანმრთელებულების საერთო რაოდენობამ 20-ს მიაღწია.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- 21 მარტს, პრეზიდენტმა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, კვების ობიექტების, ღია საკოლმეურნეო ბაზრების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი დაიხურა.
- შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.
- საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება.
- პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.
წაიკითხეთ და გაითვალისწინეთ საჭირო რეკომენდაციები
გადაწყვეტილება, რომელიც საგანგებო რეჟიმს დროს მოქმედებს






















