
ბათუმში, ერთ-ერთ ქუჩაზე ქალის ცხედარი იპოვეს. ფაქტის ამსახველი ფოტო „პრაიმტაიმს“ თვითმხილველმა მიაწოდა.
ამ წუთებში ადგილზე იმყოფება საპატრულო პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალები. გარდაცვალების მიზეზი უცნობია. ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

ინფორმაცია ახლდება…
ავტორი: თეონა ყაჭიური






















