11:35 | 2020-07-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ბათუმში ერთი ოჯახის ხუთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში ერთი ოჯახის ხუთ წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა

დღეს, 11 ივლისს აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ნიჟარაძის განაცხადებით, აჭარაში კორონავირუსის ხუთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.

 

„ინფიცირების პირველწყარო სატვირთო მანქანის მძღოლია, რომელსაც თავდაპირველად ვირუსი არ დაუდასტურდა, ახლა კი ოჯახის ხუთი წევრი, მძღოლის ჩათვლით, ინფიცირებულია. ოთხი ინფიცირებული გადაყვანილია თბილისში, მათგან ორი არასრულწლოვანია.” – ამბობს ნინო ნიჟარაძე.

 

მინისტრის მოადგილის თქმით, შესწავლილია 18 კონტაქტი და ეპიდემიოლოგები აგრძელებენ სხვა კონტაქტების შესწავლას.

 

11 ივლისის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა ხუთი პაციენტი.

 

ზღვა არის უსაფრთხო... ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება! - ალექსანდრე გოგინავა
2020-07-11ზღვა არის უსაფრთხო... ამ ეტაპზე არსებული ყველა სამეცნიერო კვლევა გვეუბნება! - ალექსანდრე გოგინავა

 

დღეის მონაცემებით, საქართველოში სულ დადასტურებულია კორონავირუსის 981 შემთხვევა, მათგან 851 პაციენტი განიკურნა, ხოლო 15 გარდაიცვალა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X