14:47 | 2020-09-21 ავტორი: Prime Time

ბათუმში კაცმა ექიმს სცემა, რადგან კოვიდინფიცირებული მეგობრის ნახვის უფლება არ მისცა – ვინ არის დაკავებული

ბათუმში კაცმა ექიმს სცემა, რადგან კოვიდინფიცირებული მეგობრის ნახვის უფლება არ მისცა – ვინ არის დაკავებული

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმს, ჯუმბერ ბოლქვაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ სამედიცინო დაწესებულებიდან აცნობეს.

 

ექიმის ცემის ფაქტი რესპუბლიკური საავადმყოფოს შესასვლელში მას შმდეგ მოხდა, რაც ექიმმა მოქალაქე დავით გეგიაძეს კოვიდინფიცირებული მეგობრის მონახულების უფლება არ მისცა.

 

ამან გეგიაძის გაღიზიანება გამოიწვია, რის შემდეგაც ექიმს სახის არეში რამდენჯერმე ჩაარტყა.

 

დავით გეგიაძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ამავე პარტიიდან ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენელია.

 

ის უკვე დაკავებულია. შსს-ში „პრაიმტაიმს“ განუმარტეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X