17:55 | 2020-04-25 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბათუმში ხანძრის შედეგად 9 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ბათუმში ხანძრის შედეგად 9 სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა

ბათუმში ხანძრის შედეგად ღია ცის ქვეშ დარჩენილ ოჯახს ნათესავები და ახლობლები ეხმარებიან. ურუშაძეების 9 სულიანი ოჯახი ახლა ნაქირავებში ცხოვრობს, დროებით საცხოვრებელში ისინი ბათუმის მერიამ გადაიყვანა.

 

ოჯახის ახლობელი „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ამბობს რომ, საცხოვრებლის გარდა მათ საყოფაცხოვრებო ნივთები და ავეჯიც დაეწვათ.

 

ოჯახში სადაც, ოთხი 11, 10, 5-ისა და 3 წლის მცირეწლოვნები ცხოვრობენ მხოლოდ მამა და ბიძა მუშაობს. მათთან ერთად ასევე ორი მოხუცებულია, რომელთაგანაც ერთს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. მოხუცებულს მუდმივად ესაჭიროება ძვირადღირებული მედიკამენტები და განსაკუთრებული კვება, რისი საშუალებაც ამ ეტაპზე არ აქვთ.

 

,,ხანძარი 20 აპრილს გაჩნდა მეზობელთან გაჩნდა, შემდეგ ცეცხლი ურუშაძეების ოჯახსაც მოედო. დაბადების დღე იყო მათი 10 წლის შვილის და ასე დაემართათ, რადგან ცოცხლები და უვნებლები გადარჩნენ არავინ წუწუნებს, მაგრამ ორი მოხუცებული ცხოვრობს მათთან ერთად, პატარებსაც ბევრი რამ სჭირდებათ. ბათუმის მერიამ დაეხმარა ქირით გაიყვანეს, გარდა ამისა უბანში მდებარე მაღაზიიდან მეპატრონე საჭმელი პროდუქტითაც დაეხმარა ოჯახს“, – გვიყვება ურუშაძეების ნათესავი.

 

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს დირექტორის ჯუმბერ კობალაძის თქმით, ზარალის დათვლა დაწყებულია რამხოლოდ ურუშაძეებს არამედ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ ორ ოჯახსაც შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

 

,,ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ, ჩვენც ვაგრძელებთ ამ მიმართულებით მუშაობას. ზარალის დათვლა დაწყებულია და არამხოლოდ ურუშაძეებს არამედ საცხოვრებლის გარეშე დარჩენილ იმ ორ ოჯახსაც აღმოვუჩენთ შესაბამის დახმარებას. კომისია გადაწყვეტს უახლოეს პერიოდში რა შეიძლება გაკეთდეს მათთვის“ – განაცხადა ჯუმბერ კობალაძემ.

 

ცნობისთვის: ბათუმში რამდენიმე დღის წინ ხანძრის შედეგად ბარაკული ტიპის სახლი დაიწვა, რომლის შედეგად სამი ოჯახი დაზარალდა. ისინი ბათუმის მერიამ დროებით საცხოვრებლად ქირით გადაიყვანა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გამოძიება შს სამინისტრომ სისიხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

 

 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X