13:41 | 2020-09-11 ავტორი: Prime Time

ბათუმში, „ხოზრევანიძის კლინიკამ“ მუშაობა შეაჩერა – თანამშრომელს კორონავურისი დაუდასტურდა

ბათუმში, „ხოზრევანიძის კლინიკამ“ მუშაობა შეაჩერა – თანამშრომელს კორონავურისი დაუდასტურდა

„ხოზრევანიძის კლინიკის“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის გამო კლინიკა დაიკეტა.

 

კლინიკის ადმინისტრაციის განცხადებით, ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი პისიარ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია.

 

„გეგმიური პისიარ ტესტირების დროს, რასაც სავალდებულოდ უტარდება პერსონალს, ადმინისტრაციის ერთ-ერთ თანამშრომელს დაუდასტურდა კოვიდ-19.

 

ამ ეტაპზე ტარდება პროტოკოლით გათვალისწინებული სავალდებულო სადეზინფექციო ღონისძიებები და განმეორებითი პისიარ ტესტირება. შაბათ-კვირას ჩატარდება დეზინფექცია. ორშაბათს ჩვეულებრივ რეჟიმში გაიხსნება კლინიკა. შაბათ-კვირას, სანამ არ დასრულდება ყველა კონტაქტირებული პირის პისიარ ტესტირება და დეზინფექცია, სტაციონარი იქნება დახურული“- განაცხადა “ხოზრევანიძის კლინიკის“ კლინიკურმა მენეჯერმა დალილა ცივაძემ.

„მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. „ქორწილის კლასტერიდან“ - „მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში“ გამართული ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი
2020-09-11„მე ვარ ერთ-ერთი ეპიდ-კონტაქტი ე.წ. „ქორწილის კლასტერიდან“ - „მრა­ვალ­ჟა­მი­ერ­ში“ გამართული ქორწილის ერთ-ერთი სტუმარი

 

ასევე კლინიკა „მედცენტრი“ კორონავირუსის ორი შემთხვევა დაფიქსირდა. ერთი ინფიცირებული კლინიკის თანამშრომელია, ხოლო მეორე პაციენტი. ამ ეტაპზე კლინიკა ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.

 

„გუშინ პაციენტს, რომელიც გადიოდა სტაციონალურ მკურნალობას კლინიკაში, დაუფიქსირდა ტემპერატურის მატება. რადგან ქვეყანაში რთული ეპიდსიტუაციაა, გადავწყვიტეთ პაციენტის იზოლაცია და პისიარ ტესტის ჩატარება. პასუხი მოვიდა დადებითი. პაციენტს გადაიყვანენ რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ყველა კონტაქტი, მედპერსონალი და იმ სართულზე მყოფი პაციენტები გატესტილია, ყველა პასუხი უარყიფითია.

 

გაგრძელდება პერსონალის უფრო ღრმა კვლევები და გადავლენ იზოლაციაში. იქნებიან დაკვირვების ქვეშ. მედპერსონალი, 4 ადამიანი იყო უშუალო კონტაქტში. პაციენტები, ვინც იმ სივრცეში იმყოფებოდა, ყველა გატესტილია და უარყოფითია.

2020-09-11"გოგიჩაიშვილის მიკროფონი გამიკეთეს!"- ჩარკვიანი ინფიცირების სავარაუდო წყაროს ასახელებს

 

ორი დღის წინ, კოვიდ 19 დაუდასტურდა იზოლირებულ დიაგნოსტიკურ ერთ-ერთ განყოფილებას. ეს ადამიანი არის ინჟინერი, რომელიც უზრუნველყოფს ტექნიკურ მომსახურეობას. გადაყვანილია კლინიკაში. ორ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტუ, პაციენტებთან არა. გატესტილია კონტაქტები, ორივე უარყოფითია” – განაცხადა „მედცენტრის“ ირექტორმა მედეა ქაჯაიამ.

 

კორონავირუსით ინფიცირება დაუდასტურდა „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტალის“ ერთ რეგისტრატორს. კლინიკა ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაიბას.

 

„ტესტზე დადებითი პასუხი მან მორიგეობისას მიიღო. ეპიდემიოლოგიური სამსახურის გადაწყვეტილებით ინფიცირებულმა პირმა შეტყობინებისთანავე დატოვა სამუშაო პოსტი, მასთან კონტაქტში მყოფ ყველა პირს, ვინც იმ დროისთვის პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, ჩაუტარდა ტესტირება და ისინი უკვე თვითიზოლაციაში არიან. სრული დეზინფექციის შემდეგ სამუშაოზე გამოვიდა თანამშრომელთა ახალი ჯგუფი. ამ დროისთვის ჰოსპიტალი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას“ – აცხადებენ კლინიკა ბაუში.

ავტორი: Prime Time

X