11:03 | 2020-07-28 ავტორი: Prime Time

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია

ბათუმში კორონავირუსი დაუდასტურდა თურქეთის მოქალაქეს, რომელიც სატვირთო ავტომობილის მძღოლია

დღეს, 28 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. „კოვიდ-19“ ბათუმში თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა, რომელიც სატვირთო ავტომანქანის მძღოლია.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებული საკუთარი სურვილით სამშობლოში დაბრუნდა და მკურნალობას თურქეთის კლინიკაში გააგრძელებს.

იმნაძე – ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა
28/07/2020იმნაძე – ცოტა შეშფოთებას იწვევს, რომ ქვეყანაში შიდა გადაცემის ახალი შემთხვევები გამოჩნდა
PTN.GE

 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 15 ინფიცირებული რჩება. ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მას პნევმონია აღენიშნება, სხვებთან კი, პროცესი თითქმის უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

 

საქართველოში დღეს კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, კიდევ ხუთი პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.

ავტორი: Prime Time

X