13:22 | 2021-05-03 ავტორი: Prime Time

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა

ბათუმში კორონავირუსით 34 წლის ქალი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 8 აპრილს შეიყვანეს.

 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანამნეზში აღენიშნებოდა – ეპილეფსია, გადატანილი მენინგიტი, თირკმლის უკმარისობა, პნევმონია.

 

„პაციენტს მკურნალობა უტარდებოდა რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც განუვითარდა თავის ტვინის ინფარქტი, ქვემო კიდურების ღრმა სისხლძარღვების ფლებიტი და თრომბოფლებიტი. მიუხადავად ჩატარებული ადეკვატური მკურნალობისა, თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ავტორი: Prime Time

X