12:51 | 2020-09-26 ავტორი: Prime Time

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა – ახალშობილების ტესტის პასუხები უკვე ცნობილია

ბათუმში კორონავირუსით დაინფიცირებულმა სამმა ქალმა იმშობიარა – ახალშობილების ტესტის პასუხები უკვე ცნობილია

ბათუმში რამდენიმე დღის წინ კოვიდდადებითი სტატუსის მქონე სამმა ქალმა საკეისრო კვეთით იმშობიარა.. ორს საკეისრო კვეთა ბათუმის სამშობიაროში ჩაუტარდა, ხოლო მესამე სხვა კლინიკიდან ორი დღის ახალშობილთან ერთად კოვიდ 19-ის დადასტურების შემდეგ გადაიყვანეს სამშობიაროში.

როგორც სამშობიაროს დირექტორი ნუგზარ პაპავა „პრაიმტაიმთან” აცხადებს, სამივე ახალშობილის ტესტის პასუხი ცნობილია და ყველა კოვიდუარყოფითია.
„სამი ახალშობილის ტესტის პასუხს ველოდებოდით და ყველას უარყოფითი აქვს. ახალშობილები თავიდანვე დედისგან იზოლირებულად ბოქსირებულ პალატაში იმყოფებოდნენ და იქვე დარჩებიან. ანუ სანამ არ გამოჯანმრთელდებიან ქალბატონები, ბავშვებთან კონტაქტი არ ექნებათ.
ამ ეტაპზე კლინიკაში 15 კოვიდინფიცირებული ფეხმძიმეა მოთავსებული, აქედან ერთის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.პაციენტს აღენიშნება ხველება და ცხელება. იგი 20-22 კვირის ფეხმძიმეა. სხვა ორსულების მდგომარეობა სტაბილურია, უსიმპტომოდ მიმდინარეობს”- აცხადებს ნუგზარ პაპავა.
ავტორი: ნაირა ქობულაძე
ავტორი: Prime Time

X