12:14 | 2020-10-15 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ 2 პაციენტს თანმდევი დაავადება ჰქონდა

ბათუმში კორონავირუსით გარდაცვლილ 2 პაციენტს თანმდევი დაავადება ჰქონდა

გასული 24 საათის განმავლობაში აჭარაში გამოჯანმრთელდა 154 კოვიდ დადებითი პაციენტი.

 

დადასტურდა კორონავირუსით ინფიცირების 286 ახალი შემთხვევა.

 

აჭარაში მკურნალობას გადის Covid კლინიკებში 548 პაციენტი, 13 არასრულწლოვანი, 28 ორსული. რეანიმაციაში მოთავსებულია 53 პაციენტი. თავისუფალი საწოლები 63.

 

Covid სასტუმროებში- 765, არასრულწლოვანი – 53.

 

აჭარაში ბინაზე 1000-ზე მეტი პირი იმყოფება, რომლებიც ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

 

გარდაიცვალა 2 პაციენტი:

 

გარდაცვლილი 87 წლის ქალი რესპუბლიკური საავადმყოფო. კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 8 ოქტომბერს. გარდაიცვალა 14 ოქტომბერს.

 

დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, რესპირაციული დისტრეს სინდრომი. გულის ქრონიკული უკმარისობა, არტერიული ჰიპერტენზია.

 

გარდაცვლილი 65 წლის კაცი, კლინიკა „მედცენტრი“. კლინიკაში შეყვანილი იქნა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ 9 ოქტომბერს. გარდაიცვალა 14 ოქტომბერს.

 

დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, შოკი დაუზუსტებელი, თირკმლის მწავავე უკმარისობა, გულის მწვავე უკმარისობა, თავის ტვინის ინფარქტი. შაქრიანი დიაბეტი – ტიპი 2, ქრონიკული ლიმოციტური ლეიკემია.

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X