
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი ერთით გაიზარდა. ახალი პაციენტი 80 წლამდე ასაკის ქალბატონია, რომელიც ერთ-ერთი პაციენტის კონტაქტია და ის საკარანტინე სივრცეში იმყოფებოდა.
როგორც „პრაიმტაიმს” ჯანდაცვის პრესსამსახურმა განუცხადა ქალბატონს, კონტროლის მიზნით, ჩაუტარდა კვლევა და კოვიდ-19 დაუდასტურდა.
მას მსუბუქი ტიპის რესპირაციული ჩივილები აქვს, ამ ეტაპზე უცნობია, აქვს თუ არა სხვა თანმდევი დაავადებები, მიმდინარეობს ანამნეზის შეკრება და კლინიკური კვლევები.
კლინიკის წარმომადგენლის თქმით, ამ დროისთვის კორონავირუსის დადასტურებული 9 შემთხვევაა აჭარაში. ყველა მათგანი მკურნალობის კურსს „მედალფას“ ბონის კლინიკაში გადის. 9 პაციენტიდან, გარდა ერთისა, ყველას მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა. 4 პაციენტს აღენიშნება პნევმონია, მაგრამ არ პროგრესირებს ცუდისაკენ. ერთი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურად მძიმეა.
ავტორი: მარიამ ხითარიშვილი






















