09:43 | 2021-10-11 ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო, დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო, დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს

ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გამო, დაკავებულების აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.  სამ პირს ბრალი ოფიციალურად უკვე წარუდგინეს. პროცესი 09:30 საათზე დაიწყება.

ბათუმში დაღუპულთა ხსოვნისთვის, დღეს გლოვის დღეა
2021-10-11ბათუმში დაღუპულთა ხსოვნისთვის, დღეს გლოვის დღეა

გამოძიება დაკავებულებს 240-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც სამშენებლო სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანების სიცოცხლის მოსპობა და მძიმე შედეგი გამოიწვია. პროკურატურა ბრალდებულებისათვის პატიმრობას მოითხოვს. 

 

პროკურატურის ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში კორპუსის მკვიდრი ზაურ ბუდაგოვი სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ 2 ფიზიკურ პირ შეუთანხმდა, პირველ სართულზე, მის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ ბინებში სამშენებლო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებზე, რაც ზემოხსენებულ ფართებში, კედლების მოშლასაც მოიცავდა. ბუდაგოვის ადვოკატი კატეგორიულად გამორიცხავს რაიმე სახის სამუშაოებს სარდაფსა და საყრდენ კედელზე.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

ავტორი: ეკატერინე ზარნაძე

X