19:03 | 2021-10-08 ავტორი: Prime Time

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს

ბათუმში, კორპუსის ნანგრევებიდან მაშველებმა კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს.

 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლების მიერ ამ წუთებში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ტარდება.

2021-10-08"ახლა იმ ადგილს ასუფთავებენ, საიდანაც პირველი კონტაქტი გამოვიდა..." - სოფო ხალვაში შემთხვევის ადგილიდან

 

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დღეს ჩამოინგრა. ამ დროისთვის სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ცოტა ხნის წინ ამოიყვანეს და გადაიყვანეს კლინიკაში.

 

 

ამასთან, როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება და ზუსტდება ინფორმაცია დაშავებულების შესახებ.

 

აჭარის საპატრულო პოლიციის სამმართველოს უფროსის განცხადებით, ადგილზე მიმდინარეობს ინტენსიური სამაშველო სამუშაოები, მეზობელი რეგიონებიდან კი, დამატებითი ძალები მობილიზდება.

 

მსგავსი ⇓

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X