10:26 | 2020-05-17 ავტორი: Prime Time

ბათუმში, მამაკაცმა შვილის თანადასწრებით, მეუღლეს სცემა და მოკვლით დაემუქრა

ბათუმში, მამაკაცმა შვილის თანადასწრებით, მეუღლეს სცემა და მოკვლით დაემუქრა

შსს-ს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა 1975 წელს დაბადებული რ.დ. ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობისა და მუქარის ბრალდებით დააკავეს.

 

დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ბრალდებულმა მამაკაცმა, ბათუმში, მეუღლეს – 1971 წელს დაბადებულ ე.კ.-ს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 

პოლიციამ რ.დ. მომხდარიდან მალევე დააკავა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 151-ე მუხლის მეორე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს,

 

რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახის სხვა წევრის მიმართ ჩადენილ ძალადობას და ოჯახის წევრის მიმართ მუქარას გულისხმობს.

ავტორი: Prime Time

X