
ბათუმის ტრაგედიას გადარჩენილი პატარა იოანე კარგად არის და მკურნალობას სახლში განაგრძობს.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, იოანე ქავთარაძე პირადად მოინახულა.
1 წლის იოანე ქავთარაძე სამაშველო ოპერაციის შედეგად ჩამონგრეული კორპუსის ახლოს მდგომი ავტომობილიდან ამოიყვანეს.
თორნიკე რიჟვაძემ სტაციონარში ზვიად თავდგირიძის მშობლებს გაესაუბრა და მკურნალი ექიმისგან მოისმინა ინფორმაცია პაციენტის მდგომარეობის შესახებ. ზვიად თავდგირიძემ ნანგრევებში 11 საათი გაატარა და მისი გადარჩენა სამაშველო ოპერაციის შედეგად გახდა შესაძლებელი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა.























