
სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ არასრულწლოვნები თანატოლზე ძალადობენ.
„მითხარი, რა ხარ… მითხარი მეთქი, რა ხარ, კიდე გაიმეორე, თორე დაგარტყამ კიდევ ერთხელ.“ – ისმის ვიდეოში.
გავრცელებული ინფორმაციით, ვიდეო ბათუმის ბულვარშია გადაღებული.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, როგორც კი ცნობილი გახდა ფაქტის შესახებ, დაუყოვნებლივ დაიწყო საგამოძიებო ღონისძიებები. ჩატარდა გამოკითხვები, მათ შორის არასრულწლოვნების. საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით – მშობლებთან და სოც მუშაკთან ერთად ჩატარდა. გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით.“
იხილეთ დაპირისპირების ამსახველი შოკისმომგვრელი ვიდეო
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓























