
ბათუმში, ურეხის დასახლებაში მშენებარე სახლი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. ნანგრევებში რამდენიმე ადამიანი მოჰყვა. დაშავებულები ერთი ოჯახის წევრები არიან.
დაზარალებულთაგან სამი ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი, ერთ-ერთს კი, რომელიც ნანგრევებში მოყვა, სამაშველო სამსახური ამ წუთებშიც ეძებს.
ნახეთ კადრები ადგილიდან
წყარო: ბათუმელები
ადგილზე პოლიცია და სამაშველო სამსახურია მობილიზებული. ადგილზე იმყოფება მუნიციპალური ინსპექციაც.






















