
ბათუმში მშენებარე ობიექტიდან ახალგაზრდა კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა. შემთხვევა ახალი ბულვარის ტერიტორიაზე მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები ფაქტს სწავლობენ.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება „სისხლის სამართლის კოდექსის” 240-ე მუხლით მიმდინარეობს,რაც სამთო-სამშენებლო სამუშაოებისას ექსკლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს.























