10:41 | 2021-08-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ბათუმში მცხოვრებ თურქი ბიზნესმენის ოჯახს, რომელიც 105 შვილის ყოლას გეგმავს, 22-ე შვილი შეეძინა

ბათუმში მცხოვრებ თურქი ბიზნესმენის ოჯახს, რომელიც 105 შვილის ყოლას გეგმავს, 22-ე შვილი შეეძინა

ბათუმში მცხოვრებ წყვილს, რომელსაც 105 შვილის ყოლა სურს, 22-ე შეეძინა. ამის შესახებ მრავალშვილიანი დედა კრისტინა გაგარკინა წერს და ჩვილის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს:

 

„ალიონა საბოლოოდ გამოწერეს სახლში, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ ვართ. ძალიან დიდი პლუსია – ჩვენ საბოლოოდ მოგვცეს შინ წასვლის უფლება, მაგრამ არა ბათუმში, არამედ სტამბულში. იმის გამო, რომ ჩვენ არ შეგვიძლია შორს ვიყოთ საავადმყოფოდან, რათა კრიტიკულ მომენტში ჩავალაგოთ ნივთები და წავიდეთ კლინიკაში.

მე ნამდვილად მოუთმენლად ველი იმ მომენტს, როდესაც ალიონა საბოლოოდ გამოჯანმრთელდება და შესაძლებელი იქნება მისი სახლში წაყვანა. ახლა ჩვენ ქალაქგარეთ ვართ ბუნებაში, სადაც არის სუფთა ჰაერი, რაც ბავშვისთვის კარგი უნდა იყოს.

 

ჩვენ ვაგრძელებთ ექიმთან ვიზიტს გამოკვლევებისა და ყველა შესაძლო ტესტისთვის, ექიმები რეგულარულად მოდიან ჩვენთან, რათა დარწმუნდნენ, რომ ალიონას მდგომარეობა არ გაუარესდება.

ჩვენი მზე მთელი ძალით იბრძვის და ჩვენ ვცდილობთ გვჯეროდეს მხოლოდ საუკეთესოს და გავაკეთოთ ყველაფერი, რაც ჩვენგან შეგვიძლია მისი სრული გამოჯანმრთელებისთვის“, – წერს ახალგაზრდა დედა Instagram-ზე.

 

ცოტა რამ წყვილის შესახებ: თურქი ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი და მისი რუსი მეუღლე კრისტინა გაგარკინა 105 შვილის ყოლას გეგმავენ. წყვილი ბათუმში სამსართულიან სახლში ცხოვრობს. ბავშვებს 16 ძიძა უვლის. ჯერჯერობით ბავშვებს სუროგატი დედები აჩენენ, თუმცა კრისტინა, რომელსაც პირველი ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ჰყავს, ფიქრობს, რომ მომავალში თავადაც გააჩენს შვილებს.

ბიზნესმენი ბათუმში წარმატებული და ძვირად ღირებული სასტუმროს მფლობელია და ასევე სხვა ბიზნესსაქმიანობებსაც ეწევა.

 

ასევე დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X