
ბათუმში, ნანგრევებში ერთი პირის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ ინფორმაცია “პრაიმტაიმს” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში დაუდასტურეს. მათვე ცნობით, გარდაცვლილი ქალია.
სავარაუდოდ ეს ის პირია, რომლის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაავრცელა. მისი თქმით, ნანგრევებში ჩანდა ერთი პირი, რომელიც სავარაუდოდ გარდაცვლილი იყო.
300-მდე მეხანძრე- მაშველი ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
რამდენიმე საათის წინ მაშველებმა ნანგრევებიდან ორი ადამიანის ცოცხლად ამოყვანა შეძლეს, ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მაშველებმა ასევე გადაარჩინეს მცირეწლოვანი ბავშვი, რომელიც შენობის ნანგრევების ქვეშ მოყოლილ ავტომობილში იმყოფებოდა, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.






















