
ბათუმში კორონავირუსის ორი ახალი ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ინფიცირებულთაგან ერთი თურქეთის მოქალაქე, საერთაშორისო გადაზიდვების ავტომობილის მძღოლია.
ის მკურნალობის გასაგრძელებლად საკუთარი სურვილით თურქეთში გაემგზავრა. ხოლო მეორე ინფიცირებული საკონდიტრო მაღაზია „დონას“ თანამშრომელია.
„წუხელ ღამით დაგვემატა ორი კოვიდ 19 ვირუსით ინფიცირებული პაციენტი. ერთი თურქეთის მოქალაქეა, მძღოლი, სამკურნალიდ გადავიდა თურქეთში.
მეორე 39 წლის ქალბატონი, მოთავსებულია კლინიკაში. გამოჯანმრთელდა ოთხი პაციენტი. ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“ – აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი გიორგი კიკაბიძე.
ამჟამად რესპუბლიკურ საავადმყოფოში 25 პაციენტი არის მოთავსებული.
ავტორი: ნაირა ქობულაძე























