15:35 | 2020-09-10 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბათუმში სარიტუალო სახლის თანამშრომელს, სადაც 200-კაციანი ქორწილი ჩატარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში სარიტუალო სახლის თანამშრომელს, სადაც 200-კაციანი ქორწილი ჩატარდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ბათუმში წვეულებათა სახლ „აჭარას“ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფიცირებული მიმტანების ხელმძღვანელია, რომელსაც უშუალოდ 8 მიმტანთან ჰქონდა შეხება, რესტორნის 34 თანამშრომელი კი ტესტის პასუხების მოლოდინში თვითიზოლაციაში იმყოფება.

 

აჭარაში 16 ინფიცირებულის წყარო უცნობია
2020-09-10აჭარაში 16 ინფიცირებულის წყარო უცნობია

 

წვეულებათა დარბაზის მფლობელის ცნობით, 6 სექტემბერს 200 კაციანი ქორწილი გაიმართა.

 

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო აჭარა 9 სექტემბერს წითელ ზონად გამოცხადდა. დღეს, ბათუმში COVID19 27 ადამიანს დაუდასტურდა, მათ შორის ერთი „ელიტ-ელექტრონიკსის“ თანამშრომელია, ერთი სასწრაფო დახმარების ექიმი, ხოლო დანარჩენი უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტებს წარმოადგენენ.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X