
ბათუმში ავარიის შედეგად ახალგაზრდა ბიჭი გარდაიცვალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამი ადამიანიდან ერთი დღეს დილით გარდაიცვალა. შემთხვევა გუშინ მოხდა. ერთმანეთს 4 მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამივე დაშავებული სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ავტორი: თეონა ყაჭიური






















