19:37 | 2020-04-26 ავტორი: ალექსი ქამადაძე

ბათუმში სპეცოპერაციისას ამოღებული 40 კგ ჰეროინის ღირებულება 2 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბათუმში სპეცოპერაციისას ამოღებული 40 კგ ჰეროინის ღირებულება 2 მილიონ დოლარს აჭარბებს

ბათუმში, დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად სამართალდამცველებმა 40 კილოგრამი ჰეროინი ამოიღეს.

 

უწყების ცნობით, 40 კილოგრამი ჰეროინის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს.

 

სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია ბულგარეთის ორი მოქალაქე, რომლებმაც მარტში ნარკოტიკები მსუბუქი ავტომობილით შემოიტანეს.

 

„ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად დაკავებულია ბულგარეთის რესპუბლიკის ორი მოქალაქე და ამოღებულია 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება “ჰეროინი”.

 

გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა – დ.მ.-მ და ვ.ც.-მ მსუბუქ ავტომანქანაში მოწყობილი სპეციალური სამალავის მეშვეობით, სომხეთის რესპუბლიკიდან, საერთაშორისო გადაზიდვის მიზნით საქართველოში უკანონოდ შემოიტანეს 40 კილოგრამამდე ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, რომელსაც ინახავდნენ ქალაქ ბათუმში, სპეციალურად მოწყობილ ადგილზე და აღნიშნული ნარკოტიკების ევროპაში გადაზიდვას აორგანიზებდნენ.

 

დაკავებულების დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

 

ამოღებული ნარკოტიკების ფასი 2 მილიონამდე აშშ დოლარს შეადგენს.

 

დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიებას საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით აწარმოებს“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამერიკელ კოლეგებთან ერთად 40 კგ ჰეროინი ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად 40 კგ-მდე ჰეროინი ამოიღეს, რომლის ღირებულება შავ ბაზარზე 2 მილიონ დოლარს აჭარბებს

Gepostet von შინაგან საქმეთა სამინისტრო / Ministry of Internal Affairs of Georgia am Sonntag, 26. April 2020

 

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X