
ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე სწრაფი კვების ობიექტის გაქურდვის ფაქტზე პოლიციამ ორი არასრულწლოვანი ამხილა. ინფორმაცია „პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ქურდობის ფაქტი ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე დღეს დილის საათებში მოხდა. საცხობის მეპატრონის ინფორმაციით, საცხობიდან თანხა მოიპარეს. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვნებმა კიდევ ერთი სწრაფი კვების ობიექტის გაქურდვა სცადეს, თუმცა ვერ მოახერხეს.
გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.






















