
ბერლინელი არტისტი, DJ Phase Fatale-ი სოციალურ ქსელ „ინსტაგრამზე“ ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ბათუმში ჰომოფობიურ ნიადაგზე თავს დაესხნენ.
როგორც, მუსიკოსი წერს თავდასხმაზე იმ კლუბის დაცვის წევრი მონაწილეობდა, სადაც მუსიკალური ფესტივალის ფარგლებში უნდა დაეკრა.
არტისტის მიერ გავრცელებულ ფოტოებში ჩანს, რომ მას დაზიანებები ხელის არეში აქვს მიყენებული.


როგორც „პრაიმტაიმს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, შეტყობინების მიღებისთანავე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმეედებები.






















