
ბათუმში ზღვისპირას მდებარე თევზის კაფე-ბარში აფეთქება მოხდა. სავარაუდო მიზეზი გაზის ბალონის აფეთქებაა. ადგილზე ექსპერტ-კრიმინალები მუშაობენ. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
მიმდებარე ტერიტორიაზე თევზის ბაზარი და რესტორნებიც ფუნქციონირებს.
შს სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე გამოძიება 240- ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.






















