11:15 | 2021-10-10 ავტორი:

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე, მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ

ბათუმში, ტრაგედიის ადგილზე, მოქალაქეებს ყვავილები და სათამაშოები მიაქვთ

ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე, სადაც 8 ოქტომბერს საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა, მოქალაქეები დილიდან ე.წ გლოვის კუთხესთან იკრიბებიან, სადაც ყვავილები და სანთლები მიაქვთ.

 

ისინი გარდაცვლილთა გამო მწუხარებას გამოთქვამენ.

 

ტრაგედიის ადგილზე უკვე მუშაობენ ექსპერტ-კრიმინალისტები, რათა დაადგინონ ჩამონგრეული კორპუსის გვერდით მდებარე შენობების მდგრადობა.

 

ცნობისთვის, 8 ოქტომბერს, ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნგრევას 9 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათგან სამი არასრულწლოვანია. მაშველების მიერ ნანგრევებიდან ამოყვანილი 37 წლის კაცი ამ დრომდე განაგრძობს კლინიკაში მკურნალობას, ექიმის თქმით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

 

 

ავტორი:

X