17:24 | 2021-07-27 ავტორი: თეონა ყაჭიური

ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები – მაია ჩხაიძე

ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები – მაია ჩხაიძე

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი ამბობს, რომ საქართველოში Pfizer-ით ვაქცინაცია 12 წლის ასაკიდან უნდა დაიწყოს. ამის შესახებ მაია ჩხაიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

 

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და მასიური თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს
2021-07-27საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები და მასიური თავშეყრის ადგილები უნდა აიკრძალოს" - დევი ტაბიძე

 

მისივე განამრტებით, ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციაა, რომ კორონავირუსული ინფექციის პირიბებში, ბავშვმა ნიღაბი 2 წლის ასაკიდან უნდა ატაროს.

 

„12 წლის ბავშვები უკვე სკოლაში დადიან, მეტსაც გეტვით, ნიღბის ტარების აუცილებლობაა. ამერიკის პედიატრთა ასოციაციას და აკადემიას ჰქონდა ასეთი რეკომენდაცია, რომ ნიღბის ტარება, სავალდებულო და აუცილებელი იყო კორონავირუსული ინფექციის დროს 5 წლის ასაკიდან.

 

5 დღის წინ, ამერიკის პედიატრთა აკადემიამ დადო ახალი რეკომენდაცია, რომ 2 წლის ზემოთ ასაკში ყველა ბავშვმა ნიღაბი უნდა იხმაროს. ასე რომ მე მომხრე ვარ, ბავშვები 12 წლის ასაკიდან უნდა იყვნენ ვაქცინირებულები. ის, რომ ბაშვებს 16 წლიდან ცრიან, ესეც წინგადადგმული ნაბიჯია“,- ამბობს მაია ჩხაიძე.

 

დაგაინტერესებთ: 

 

 

 

 

 

 

ავტორი: თეონა ყაჭიური

X