
წითელი ჯვრის წარმომადგენლებმა ცხინვალის იზოლატორში მყოფი ზაზა გახელაძის მონახულება დაკავებიდან 59-ე დღეს შეძლეს.
საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა უკანონოდ დაკავებულის ოჯახს წერილი გადასცეს.
„როგორ ხართ ირმა, ბავშვები როგორ არიან? დამიკოცნე, უთხარი, მამიკოს უყვარხართ-თქო. დედა-მამა, დათო, როგორ არიან? ყველა მომიკითხე, ყველა მიყვარხართ. უფალს ვთხოვ, რომ მალე თქვენთან ვიყო. ჯერ ვერ მომირჩა ჭრილობა, უფლის წყალობით მალე მორჩება და გავივლი“, – წერს ზაზა გახელაძე.
შეგახსენებთ, ოკუპანტებმა ზაზა გახელაძე 11 ივლისს დაჭრეს და დააკავეს. ოჯახის წევრების ინფორმაციით, ის ახალგორიდან ცხინვალში გადაიყვანეს.






















