23:53 | 2021-04-06 ავტორი: მარი ჯაფარიძე

ძმებმა, რომლებიც შემზარავი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ გააშვილეს, ერთმანეთი 44 წლის მერე მაინც იპოვეს – ოთხშვილიანი ოჯახის ტრაგედია

ძმებმა, რომლებიც შემზარავი ოჯახური ტრაგედიის შემდეგ გააშვილეს, ერთმანეთი 44 წლის მერე მაინც იპოვეს – ოთხშვილიანი ოჯახის ტრაგედია

წლების წინ, თბილისში 4-შვილიანი ოჯახი ცხოვრობდა. ცოლ-ქმარს ორი გოგონა და ორი ვაჟი ჰყავდა. მამა მუშაობდა რძის ქარხანაში, მძღოლად. ოჯახიც დაჰყავდა ამ მანქანით, როცა სჭირდებოდა. ერთ დღეს მთელი ოჯახი ავარიაში მოჰყვა. მამა და გოგონები დაიღუპნენ ადგილზე, დედა და ვაჟები კი გადარჩნენ.

 

მიცვალებულების დაკრძალვის შემდეგ, როცა დედა ამხელა ტრაგედიასთან მარტო დარჩა, ვერ გაუძლო ტკივილს…

2021-04-06"ხალისით და ადამიანებით სავსე სახლი იყო. ამ კეთილი სახლის მთავარი დიასახლისი გარდაიცვალა..." - ხათუნა ჟორდანიას მეგობრები ნუნუ ჟორდანიას იხსენებენ

 

ქალმა 4 და 7 წლის ბიჭები გამოაწყო და რუსთავი თბილისის გზაზე, ფონიჭალის მილიციის განყოფილების შორიახლო დატოვა იმ იმედით, რომ ბავშვებს მალე იპოვიდნენ და უპატრონოდ არ დარჩებოდნენ, თავად კი მდინარეში გადახტა და თავი მოიკლა.

 

ბავშვები მართლაც მალევე იპოვეს და ბავშვთა სახლში სახლში გადაიყვანეს. თურმე ძმები ერთმანეთს არ შორდებოდნენ, სულ ერთად იყვნენ, უფროსი ძმა მფარველობდა პატარას და ზრუნავდა მასზე.

 

ერთ დღეს კი ჭიათურელმა უშვილო წყვილმა სერგო (უმცროსი) იშვილა და ძმები ერთმანეთს დაშორდნენ. ნაშვილები ბავშვი გამუდმებით ღობესთან მდგარა და გამვლელ-გამომვლელს ეკითხებოდა – ჩემი ძმა ხომ არ გინახავსო? ამის შემხედვარე გამზრდელი მშობლები დაბრუნებულან ბავშვთა სახლში, უფროსი ძმის წამოსაყვანად, მაგრამ უკვე გაშვილებული დახვედრიათ – უფროსი ძმა ცაგერელ ცოლ-ქმარს წაუყვანია და მას შემდეგ ძმებს ერთმანეთი არ უნახავთ.

 

 

ორიოდე კვირის წინ, უმცროსი ძმის ოჯახის ახლო ნათესავმა სოციალურ ქსელში არსებულ ჯგუფში – „ვეძებ“ ძმების ისტორია დაწერა და უფროსი ძმის მოძებნაში დახმარება ითხოვა.

 

კეთილი ადამიანების დახმარებით ძალიან მალე მიაგნეს კიდეც და რამდენიმე დღის წინ, ძმები ერთმანეთს 44-წლიანი განშორების მერე შეხვდნენ.

 

როგორც ოჯახის ახლობელი ამბობს, საოცარი შეხვედრა ჰქონდათ, ერთმანეთს ეფერებოდნენ და ერთად ყოფნის ბედნიერებით ტკბებოდნენ.

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X