
ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის გენერალური დირექტორი გრიგოლ ხურციძე აცხადებს, რომ „ბავშვები ყველაზე კარგი კონტინგენტია კოვიდისთვის“, რადგან მათ ვირუსი ყველაზე მარტივად გადააქვთ და სიმპტომები მხოლოდ ფაღარათით შემოიფარგლება.
„ეს ვირუსი ბავშვებს ყველაზე ადვილად გადააქვთ – გასტრო-ენტერალური სიმპტომატიკით, უბრალოდ ფაღარათით ემართებათ, პედიატრიული შემთხვევები სულ ერთი-ორი არის აღწერილი, რომელიც ლეტალურად დამთავრდა.
მაგრამ ზრდასრული პაციენტები, რომლებიც რამდენიმე კვირა რჩებიან ხელოვნურ ვენტილაციაზე და აქვთ საკმაოდ გამოხატული კოვიდ-ფილტვის დაზიანება, მერე დიდ რეაბილიტაციას საჭიროებენ“, – განაცხადა ექიმმა „ტვ პირველის“ ეთერში.























