10:23 | 2020-02-04 ავტორი: Prime Time

ბავშვებია შიგნით, ბიჭო! – უმძიმესი კადრები ბაღდათიდან, სადაც ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბავშვებია შიგნით, ბიჭო! – უმძიმესი კადრები ბაღდათიდან, სადაც ხანძარს 6 ადამიანი ემსხვერპლა

ბავშვებია შიგნით, ბიჭო! – სოციალურ ქსელში ბაღდათში გადაღებული უმძიმესი კადრები გავრცელდა, სადაც ხანძარს ფეხმძიმე დედა 4 შვილთან და მეზობელ ქალთან ერთად ემსხვერპლა.

 

პრაიმტაიმისთვის“ ცნობილი გახდა, რომ დაღუპულები გვარად გველესიანები არიან. ისინი ამ ძველ სახლში თვითნებურად მას შემდეგ შესახლდნენ, რაც ოჯახის დიასახლისს ძმა გარდაეცვალა და ძველ სახლში ვეღარ ჩერდებოდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლის გაჩენის მომენტში მეუღლე მაღაზიაში იყო. როგორც ის თანასოფლელებთან აცხადებს, ცოლ-შვილი სახლში დაძინებული დატოვა, ბუხარი კი – ანთებული.

 

მომხდართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

ავტორი: Prime Time

X