17:45 | 2021-09-28 ავტორი: Prime Time

ბავშვების აცრის ორი ვერსია განიხილება – ამირან გამყრელიძე

ბავშვების აცრის ორი ვერსია განიხილება – ამირან გამყრელიძე

„აქტიურად განიხილება და მალე ნახავთ, იქნება გადაწყვეტილებები 12 წელს ზემოთ ბავშვების აცრაზე“, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

ლაგოდეხში აცრაზე მისული ოჯახი უკან გააბრუნეს - რა იყო მიზეზი ?
2021-09-28ლაგოდეხში აცრაზე მისული ოჯახი უკან გააბრუნეს - რა იყო მიზეზი ?

 

„ორი ვერსიაა და იმის მიხედვით, იმუნიზაციის სამეცნიერო საბჭო რეკომენდაციას მისცემს სამინისტროს. ერთი არის, როცა 12-15 წლის ყველა ბავშვი იცრება და არის მეორე, ბრიტანული მიდგომა, როდესაც იცრებიან მხოლოდ და მხოლოდ ის ბავშვები, რომელთაც აქვთ შესაბამისი ჩვენებები. ასეთი სამედიცინო ჩვენებების სია საკმაოდ გრძელია. ასევე, მშობლების სურვილით” – განაცხადა გამყრელიძემ.

ავტორი: Prime Time

X