19:16 | 2020-07-06 ავტორი: Prime Time

„ბავშვებს თავისუფლად ზრდიდნენ, მაგრამ თავად იყო გიორგი წესიერი ბავშვი“ – ნათესავი შაქარაშვილის ოჯახის მძიმე მდგომარეობაზე

„ბავშვებს თავისუფლად ზრდიდნენ, მაგრამ თავად იყო გიორგი წესიერი ბავშვი“ – ნათესავი შაქარაშვილის ოჯახის მძიმე მდგომარეობაზე

გიორგი შაქარაშვილის ოჯახის ახლობელი მირიან ნიკოლაძე ჟურნალ „სარკესთან“ ინტერვიუში გიორგის მშობლებზე საუბრობს.

 

ნიკოლაძე გარდაცვლილი ფეხბურთელის მშობლებს ახასიათებს და ამბობს, რომ ისინი მოკრძალებული და თავმდაბალი ხალხია, რის გამოც ტელევიზიებში გამოჩენას ერიდებიან.

 

მისივე თქმით, გიორგის მშობლები ახლა უმძიმეს ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში არიან:

 

„გიორგის მშობლები უმძიმეს მდგომარეობაში არიან. ახალგაზრდა მშობლები ჰყავს და ერთადერთი დაიკო. ახლა ფსიქოლოგიურად ძალიან უჭირთ. დედამისი, თამუნა ჩემი ტოლია – 1976 წელსაა დაბადებული. ლევანი კი ჩემზე 4 წლით უფროსია. ახალგაზრდა მშობლებს ასეთი წამოსწრებული მშობლები ჰყავდათ და მათთან მეგობრობდნენ.

 

შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკა ჟვანიას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცაცია არ არის
2020-07-06შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებული ნიკა ჟვანიას დედა აცხადებს, რომ მისი შვილი ცაცია არ არის

 

უწესიერესი ადამიანები არიან. ბიზნესი აქვთ და თავისთვის საქმიანობენ. ძალიან კარგი ოჯახი აქვთ, ფინანსურად გამართული და მორალურ პრინციპებზე დაფუძნებული. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ გიორგისთვის არაფერი დაეკლოთ, ესწავლა…

 

ბავშვებს თავისუფლად ზრდიდნენ, მაგრამ თავად იყო გიორგი წესიერი ბავშვი. ძალიან მოკრძალებული გახლდათ. ხომ ასეთი ახლო ნათესავები ვიყავით და მეგობრული დამოკიდებულებაც გვქონდა, მაგრამ ისეთი მორიდებული იყო, ლაპარაკის დროსაც სულ ძირს იყურებოდა. ვერავინ გაიხსენებს, რომ სადმე უზრდელად მოქცეულიყო.

 

მამამისს ცხოვრებაში კაციშვილისთვის არ უწყენინებია. დედაც ასეთივეა. ასეთი მძიმე წუთები უდგათ და ალბათ როგორი მობილიზება გჭირდება, რომ არ გამოვარდე ქუჩაში და არ იყვირო, რატომ არ ისჯებიანო, მაგრამ არ ჩანან, რადგან მოკრძალებული, წესიერი ხალხია და არასოდეს ყოფილან აქტიურები.

 

მათი თხოვნის საფუძველზე ყველას მაგივრად მე მიწევს საუბარი – ურთიერთობა პრესასთან თუ სხვა განცხადებების კეთება, რადგან იცოდნენ, რომ ამის გარკვეული პრაქტიკა მქონდა.

 

თავიდან საერთოდ არ ვაპირებდით რაიმეს თქმას, მაგრამ პირველივე ეტაპზე ისეთი ინფორმაციები წამოვიდა, მივხვდით, რომ მასმედია არასწორ გეზს აიღებდა და შეიძლებოდა, გამოძიებაც შეცდომაში შესულიყო, თორემ ვის ჰქონდა მაგის ნერვები, ტელეკომპანიიდან ტელეკომპანიაში ევლო?! მთელი კვირაა, გავნადგურდი, აღარ შემიძლია“, – ამბობს მირიან ნიკოლაძე.

 

შეგახსენებთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

მისი გარდაცვალების საქმეზე სამართალდამცველებმა 17 ადამიანი დააკავეს. ყველა მათგანს სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე: ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც
2020-07-05გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმე: ანი იყო განერვიულებული და ამის ნიადაგზე ტიროდა კიდეც
ავტორი: Prime Time

X