15:08 | 2021-03-15 ავტორი: თამარ გონგაძე

“ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს და გადაარჩინეს!” – აქამდე უცნობი ისტორია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

“ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს და გადაარჩინეს!” – აქამდე უცნობი ისტორია ნიკოლოზ ბასილაშვილზე

ნიკოლოზ ბასილაშვილის გარშემო არსებულ სკანდალს, რომ თითქოს ჩოგბურთის ვარსკვლავი, ერთადერთ შვილს, ალიმენტს არ უხდის და სახლს ართმევს, სოციალურ ქსელში, ვაჟა-ფშაველას შთამომავალი, ლელა რაზიკაშვილი შემდეგი ისტორიის გახსენებით ეხმიანება.

 

ლელა რაზიკაშვილი: – მეცხრე კლასში იყო ჩემი შვილი, როცა თავისი კლასელის მძიმე ავადმყოფობის ამბავი მოიტანა სახლში. შევწუხდი ძალიან, წუხდა და დარდობდა მთელი კლასი. ბავშვებმა ფულიც კი შეაგროვეს მისთვის, ისე საჩუქრებით რომ გაეხარებინათ, თორე ის კაპიკები მის მკურნალობას როგორ ეყოფოდა! ხშირად ვკითხულობდი მის ამბავს.

 

ბოლოს კარგი ამბავი გავიგე, ბავშვი გერმანიაში წაიყვანეს, ერთ-ერთ წამყვან კლინიკაში და გადაარჩინეს! მკურნალობის თანხა თავიდან ბოლომდე, ბავშვის დის მეუღლეს, წარმატებულ და შეძლებულ ჩოგბურთელს დაუფარავს…

 

როცა ბასილაშვილის ოჯახური სკანდალი აგორდა, მაშინღა გავიგე, ვინ ყოფილა ის ჩოგბურთელი ბავშვს რომ უშველა…

 

…რა ალიმენტს არ უხდისო, რა სახლს ართმევსო? მე ვერ ვათავსებ ამ ფაქტს და ამ ხმებს ერთად!

ავტორი: თამარ გონგაძე

X