
ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბიჭისთვის წესის აგების შესახებ წერს.
„თვითმკვლელობა შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ზრდასრულმა. ბავშვის დაღუპვა ყველა შემთხვევაში მკვლელობაა, რადგან შეუძლებელია ეს იყოს მისი შეგნებული არჩევანი“, – წერს ექსპერტი.
შეგახსენებთ, რომ სასულიერო პირები ელოდებიან დასკვნას, ბიჭი მოკლეს თუ თავი მოიკლა და გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებენ.
ცნობისთვის, 23 აგვისტოს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში 11 წლის მოზარდი გარდაცვლილი ნახეს. ფაქტზე 49 წლის კაცი, გარდაცვლილის მამა დააკავეს.
გაირკვა, რომ ბრალდებული მის არასრულწლოვან შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.
თვითმკვლელობა შეიძლება ჩაიდინოს მხოლოდ ზრდასრულმა. ბავშვის დაღუპვა ყველა შემთხვევაში მკვლელობაა, რადგან შეუძლებელია ეს იყოს მისი შეგნებული არჩევანი.
Posted by Gia Khukhashvili on შაბათი, 29 აგვისტო, 2020























