
მოდელი და ტელესახე ირინა ონაშვილი ადამიანებს, რომელთაც საზოგადოების დახმარება სჭირდებათ, ხშირად სოციალური ქსელის მეშვეობით დახმარებას უწევს. ამჯერად, ის ერთ-ერთ შემთხვევას ეხმაურება:
„უცნაური რაღაც შემემთხვა:Instagram-ზე ხშირად გვიგზავნიან ხოლმე თხოვნებს. თხოვნებს იმ ადამიანების დასახმარებლად, ვისაც ჯანმრთელობის პრობლემა აქვს.
ეს ძირითადად ეხება ხოლმე ბავშვებს, მაგრამ არა მხოლოდ მათ. დღეს ასეთი შემთხვევა მქონდა: გამომიგზავნეს ბავშვზე ისტორია და მთხოვეს გაზიარება. რა თქმა უნდა, მე ვდებ ამ თხოვნებს და ორ წუთში ვაზიარებ სთორის სახით. მოგვიანებით, კი მწერსამ ბავშის მამა: “არ მჭირდება არანაირი დახმარებაო”.
რეალურად, ამ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა მისმა ნათესავმა გამოიყენა ბოროტად და გადაწყვიტა, რომ მის პირად ანგარიშზე გადარიცხულიყო თანხები. ძალიან გავბრაზდი და სხვა დროს ვეცდები, რომ უფრო ყურადღებით ვიყო ხოლმე”, – ამბობს ირინა.























