19:26 | 2021-08-01 ავტორი: Prime Time

ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”… ფაიზერი არ არის “მერსედესი” – გიორგი ფხაკაძე

ბავშვობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”… ფაიზერი არ არის “მერსედესი” – გიორგი ფხაკაძე

„სინოვაკის ეფექტურობა, შესაძლოა, 20% იყოს კორონავირუსის დელტა ვარიანტის წინააღმდეგ. გახსოვთ, ამას როდის ვამბობდი, რომ ჩინური ვაქცინები მხოლოდ 20-25 %-ითაა ეფექტური?!”,- ამის შესახებ ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე წერს. 

 

საქართველომ გადაწყვიტა, რომ კოვიდმა გააქროს ეს ქვეყანა - ზაზა წერეთელი რეგულაციების დარღვევებზე
2021-08-01საქართველომ გადაწყვიტა, რომ კოვიდმა გააქროს ეს ქვეყანა - ზაზა წერეთელი რეგულაციების დარღვევებზე

 

ბავშობაში დედაჩემი მეუბნებოდა, „ტყუილს მოკლე ფეხები აქვსო”. ვიცი, რომ შეცდომის აღიარება საქართველოში “არ მოსულა”, მაგრამ გამოსავალიც არსებობს, თუ ამის სურვილი არის! ეს არ არის არავის შეცდომა, ეს არის ამ ვერაგი ვირუსის მუტაციის ბრალი და საქართველოში ზოგ-ზოგიერთები თავის თავზე რატომ იღებენ ყველაფერს?!

 

ბუსტერის (ძლიერი/მაღალეფექტური ვაქცინების – ფაიზერი ან მოდერნა, 1 დოზა) აუცილებლობა უკვე დადგა, ეს არის რეალობა. ნახეთ ბაჰრეინის გადაწყვეტილება.

 

ფაიზერი არ არის “მერსედესი” ფაიზერი არის დღესდღეობით საუკეთესო ვაქცინა და, რა თქმა უნდა, სიმართლე უნდა ვთქვათ.

 

დავუშვათ ფაიზერის ან მოდერნას ბუსტერი საქართველოში.

 

არ დაგავიწყდეთ – სამედიცინო პირბადე 2 წლიდან ყველას, ყველგან და ყოველთვის,“ – წერს გიორგი ფხაკაძე.

 

ეგახსნებთ, რომ მთავრობისა და საკოორდინაციო საბჭოს სხდომების შემდეგ სპეციალისტები და ხელისუფლების პირველი პირები საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებენ დაიცვან პანდემიის პრევენციის მიმართ დაწესებული რეგულაციები.

 

გამოიყენონ პირბადე, დაიცვან დისტანცია და და ჩაერთონ ვაქცინაციის პროგრამაში. თუმცა, სამწუხაროდ რეგულაციების დაცვა ხშირ შემთხვევაში არ ხდება.

 

 

აქცინაციის მნიშვნელობასა და კოვიდპანდემიაზე სტატიები შეგიძლიათ წაიკითხოთ ქვემოთ მოცემულ ბმულებზე.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X