14:13 | 2021-01-14 ავტორი: Prime Time

ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება, კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში – პიროტქნიკით ქუთაისში 2 ადამიანი დაშავდა

ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება, კაცს ჭრილობა გულ-მკერდის არეში – პიროტქნიკით ქუთაისში 2 ადამიანი დაშავდა

ქუთაისში 13 იანვრის ღამეს პიროთექნიკით ორი ადამიანი დაშავდა. ისინი ამ დროისთვის ინტერვეციული მედიცინის ცენტრში არიან გადაყვანილი.

 

„ბავშვს თვალ-ბუდის დაზიანება აღენიშნება. მამაკაცს გულ-მკერდის არეში ჭრილობა აქვს. ორივე გადაყვანილია ინტერვენციული მედიცინის ცენტრში”,- ამბობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ქუთაისის ცენტრის დირექტორი მაია რუხაძე.

 

ახალი წლის დღეებში სულ 6 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ერთი გარდაიცვალა.

 

ავტორი: კესო მოლაშხია

ავტორი: Prime Time

X