15:17 | 2020-03-27 ავტორი: ნინი ტაველიძე

BBC: იტალიის სამხრეთი შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების ახალ „ცხელ წერტილად“ იქცეს

BBC: იტალიის სამხრეთი შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების ახალ „ცხელ წერტილად“ იქცეს

იტალიის სამხრეთი, შესაძლოა, კორონავირუსის გავრცელების ახალ „ცხელ წერტილად“ იქცეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

 

გამოცემის ცნობით, იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, კერძოდ ლომბარდიაში, ბოლო პერიოდში ინფიცირებულთა რაოდენობა მცირედით შემცირდა, თუმცა შედარებით ღარიბ სამხრეთში ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი მკვეთრად მატულობს, რის გამოც არსებობს საშიშროება, რომ ჯანდაცვის სისტემა გადაიტვირთოს.

 

განსაკუთრებით რთული მდგომარეობაა კამპანიისა და ლაციოს რეგიონებში, სადაც სამკურნალო დაწესებულებები, ლომბარდიასთან შედარებით ცუდადაა აღჭურვილი. ამ დრომდე, კამპანიაში ვირუსით 74 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ლაციოში 95.

 

იტალიის პრემიერ-მინისტრისადმი წერილში, კამპანიის რეგიონის მეთაური ვიჩენცო დე ლუჩა წერს, რომ ცენტრალურმა მთავრობამ ამ რეგიონს საჭირო რაოდენობით ხელოვნური სუნთქვის აპარატები ამ დრომდე არ მიაწოდა.

 

იტალიაში „COVID-19“-ით დაღუპულთა რაოდენობა 8200-ს აჭარბებს, ინფიცირებულია 80 ათასზე მეტი  ადამიანი.

ავტორი: ნინი ტაველიძე

X