
ქართული ჩოგბურთის ვარსკვლავი ყოფილ ცოლზე ძალადობაშია ბრალდებული , – ამ სათაურით სტატიას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, 28 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილს ნეკა დოროყაშვილი 5 წლის შვილის თვალწინ ძალადობაში ადანაშაულებს.
ბასილაშვილი, რომელიც მსოფლიოს 27-ე ჩოგანია ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.
„მე თქვენს მხარდაჭერასა და სიყვარულს ვგრძნობ“- ასე გამოეხმაურა ბასილაშვილი მის მხარდამჭერებს Facebook-ის მეშვეობით და ამ თემასთან დაკავშირებით მეტი კომენტარის გაკეთება არ სურს“ , – წერს BBC.
შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი 22 მაისს ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.
მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100,000 ლარიანი გირაო შეუფარდა და სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
ბასილაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 16 ივლისს არის ჩანიშნული.























