20:47 | 2020-05-07 ავტორი: თამთა თორდია

ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს

ბებოს, რომელიც ბოსელში ცხოვრობდა, სახლი-კონტეინერი გადასცეს

დეველოპერულმა კომპანია „რედკომსაბედა ბებოს, რომელიც ხორხის ხეობაში, გომურში, ძროხასთან ერთად ცხოვრობდა, მეორადი სახლი-კონტეინერი გადასცა.

 

„ალბათ, ყველას გახსოვთ საბედა ბებო და მისი სევდიანი ისტორია.

 

საბედა ბებო გაუსაძლის პირობებში ცხოვრობდა – ძროხასთან ერთად, ბოსელში; არ ჰქონდა თავზე ჭერი, წესიერი ავეჯი და საცხოვრებლად საჭირო მინიმალური პირობებიც კი.

 

კამპანიის #რედკოზრუნავს ფარგლებში, დეველოპერულმა კომპანია რედკომ გადაწყვიტა, საბედა ბებოსთვის მოეწყო პატარა, მყუდრო გარემო, სადაც ის თბილად შეძლებდა ცხოვრებას.

 

ჩვენ საბედა ბებოს მის შერჩეულ ადგილას დავუდგით სახლი-კონტეინერი, რომელიც კეთილმოწყობილია ავეჯით, ჭურჭლით და ყველა სხვა საჭირო ნივთით.

 

გვინდა, მადლობა გადავუხადოთ ასევე Smart Supermarket-ს, რომელმაც ბებოსთვის სააღდგომო პასკები და სხვა პროდუქცია გამოყო“, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

Gepostet von Redco Georgia • რედკო საქართველო am Mittwoch, 29. April 2020

ავტორი: თამთა თორდია

X